საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
მედია და საზოგადოება 05 ოქტომბერი 2022

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები განიხილა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტმა ცნოს გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
აღნიშნულ საკითხს კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
