საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

03 დეკემბერი 2025
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის - შტატების საბჭოს (რაჯია საბჰა) თავმჯდომარეს, შრი რადჰაკრიშნანს შეხვდა.


მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვითარდება.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების კარგ შესაძლებლობას.


მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო კავშირები, ასევე, თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, კულტურის სექტორებში.


შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები.


აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.


შეხვედრა შალვა პაპუაშვილის ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R