საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა

თავმჯდომარე 23 Jun 2026
შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს  სიტყვით მიმართა

„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, რომელსაც სამსახურის თითოეული თანამშრომელი ავლენს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„თქვენ ხართ მოქალაქეთათვის უხილავი ფრონტის მებრძოლები, რომელთა ყოველდღიური შრომა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა ურთულეს, ტრაგიკულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში, როდესაც არაერთი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ჯერ კიდევ გარე გავლენებისა და ჩარევების ზემოქმედებას განიცდიდა.

1994 წელს ამ სამსახურის შექმნა შორსმჭვრეტელი და სახელმწიფოებრივი ხედვით მიღებული გადაწყვეტილებად აღმოჩნდა. სწორედ ამ უწყებამ შეძლო მაშინდელი პრეზიდენტის თავდასხმებისგან დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ეს ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო თქვენი სამსახურის მნიშვნელობა კი შეუცვლელი.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საფრთხეების მრავალფეროვნება და მზარდი გამოწვევები კიდევ უფრო ზრდის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ გაკისრიათ. სწორედ ამიტომ, თქვენი სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. გისურვებთ ისეთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს სიმტკიცეში და ინსტიტუტების გამართულ მუშაობაში.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღეს. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად მსახურებას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R