საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 09 Jun 2025
შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა შევძელით, ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი და პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო, რომელიც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, სამართლებრივ გამჭვირვალობასა და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკის განხილვას დაეთმო.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, სტაბილური და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო ზრდის ბიზნეს შესაძლებლობებს და აჩენს ეკონომიკური დოვლათის დაგროვების წინაპირობებს.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება ინოვაციური მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რათა ეკონომიკური სექტორები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. შემდეგი წლების განმავლობაში ეკონომიკის განვითარება ორიენტირებული იქნება სექტორებზე, რომლებიც გამოირჩევიან ექსპორტის პოტენციალით, ქმნიან სამუშაო ადგილებს და აძლიერებენ ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციას“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მიზნებზე.

„ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის საქართველო გახდეს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს არა მხოლოდ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, არამედ რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება და ის ინიციატივები გამოყო, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მუდმივად მუშაობს.

ეკონომიკურ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ბიზნეს სექტორის და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მიესალმნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R