საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 21 Nov 2025
შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ბიზნეს ინსაიდერის“ ორგანიზებით, საბანკო და საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, პარლამენტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბანკო და ბიზნეს სექტორის, ასევე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

„მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმისადმი მისასალმებელ სიტყვაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ეკონომიკის აღნიშნული წარმატება კანონმდებლებმა, ბიზნესმა, რეგულატორებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად იზეიმოს.

„მიმდინარე ეკონომიკური და გლობალური პროცესები საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით როგორც ერთპოლარული პოლიტიკური, ასევე ერთპოლარული ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის პროცესში. უკვე ნათელია, რომ იკვეთება ორი ან მეტი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. პირველია - ატლანტიკური სივრცე, სადაც უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია და მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც ჩინეთი ქმნის მიზიდულობის მნიშვნელოვან ცენტრს. ამასთან, იქმნება მცირე მიზიდულობის ცენტრები, როგორიც არის, მაგალითად, გალფის ქვეყნები. ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ამ ორ დიდ ცენტრს შორის დამაკავშირებელი, რაც თავისთავად, განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების განხილვას დაეთმო თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობდა.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესში გამოიკვეთა სტრატეგიული სექტორები, რომელიც შემდეგი 5-10 წლის პერსპექტივაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ ქვეყნის განვითარებისთვის. ლოგისტიკა და ტრანსპორტი წამყვანი მიმართულება იქნება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის 7.5%-ს შეადგენს და აქ შუა დერეფნის როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა. ევრაზიული ვაჭრობის მოცულობა, წლევანდელი მაჩვენებლით, უკვე 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ჩვენი გამტარუნარიანობა კი, ამჟამინდელი მდგომარეობით, 1 პროცენტამდეა. თუ ჩვენ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის 5%-მდე გაზრდას შევძლებთ, ეს უაღრესად დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ანაკლიის პორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის წინაპირობებს შექმნის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომავლის ეკონომიკაზე საუბრისას, შოთა ბერეკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორსა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან ცალკე გამოყო ტურიზმის სექტორი და დეველოპმენტი, რაც მისივე შეფასებით, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეკონომიკური მიმართულებების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საბანკო სექტორს ენიჭება.

„შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მდგრადი და დინამიურად განვითარებული ფინანსური სექტორი გვაქვს. ამ ყველაფერში ძალიან დიდია რეგულატორის როლი, რომელიც დაბალანსებულ პოლიტიკას ახორციელებს. აღსანიშნავია ჩვენი ბანკების კორპორატიული გამჭვირვალობა, დისციპლინა და მაღალი კორპორატიული კულტურა, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ბიზნესისთვის. საგულისხმო ნაბიჯი იყო, როდესაც „საქართველოს ბანკმა“ სომხეთში მნიშვნელოვანი საბანკო აქტივი შეიძინა და იქ დაიწყო ოპერირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა მდგრადია, მას ენდობიან და გარკვეული მიზიდულობის ცენტრიც ხდება რეგიონში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დიდ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, არ შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში საქართველო ცალკე გამოვყოთ, რადგან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთად ნამდვილად გვაქვს წარმატებული მიზიდულობის მინი ცენტრის შექმნის პოტენციალი. ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ საქართველო ლიდერია ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბიზნესის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.


„ბიზნესებისთვის კაპიტალზე წვდომის ძირითადი წყარო საკრედიტო რესურსია, თუმცა, ახლა უკვე დროა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის სხვა ბაზრების, მათ შორის, განსაკუთრებით - საფონდო ბირჟის განვითარება. ეს ინვესტორებს აძლევს საშუალებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ინვესტიციები განახორციელონ. მეორე მხრივ, ის საშუალებას მისცემს ბიზნესს, კაპიტალის მობილიზაცია შეძლონ არა მხოლოდ საკრედიტო რესურსით, არამედ პირდაპირი ინვესტიციებით. ჩვენი მიზანია, კანონმდებლობით ხელი შევუწყოთ კაპიტალის ბაზრების დივერსიფიკაციას და განვითარებას. მხოლოდ სესხი და ობლიგაციები არ წარმოადგენენ რესურს და არის სხვა ინსტრუმენტები, რომლების განვითარებაც აუცილებელია. საბანკო სექტორი ძალიან მდგრადი და სტაბილურია, თუმცა ვისურვებდი, კონკურენციის ხარისხი უფრო მაღალი იყოს. ამ მიმართულებით, კარგი იქნება ორის ნაცვლად სამი ან ოთხი დიდი და ძლიერი მოთამაშე გვყავდეს“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R