საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 24 ოქტომბერი 2025
შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომაზე, რომელიც ბორჯომში იმართება, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, საქართველო შავიზღვისპირა რეგიონში თანამშრომლობას ეკონომიკური და სტრატეგიული უსაფრთხოების საყრდენ ქვაკუთხედად მიიჩნევს, შავი ზღვა კი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის და ის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ღერძს წარმოადგენს, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს.

„დღეს გლობალური ეკონომიკა ახალ ფაზაში შედის, სადაც ხელოვნური ინტელექტი და განვითარებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. Goldman Sachs-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ შეიძლება გლობალური მშპ დაახლოებით 7%-ით გაზარდოს, ხოლო McKinsey პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ამ სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს და მონაცემთა ცენტრებზე გლობალური მოთხოვნა მომდევნო ხუთ წელიწადში 3.5-ჯერ გაიზრდება.

ამგვარი გარდაქმნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფები, განახლებადი ენერგიის წარმოების მაღალი წილი, ხელსაყრელი კლიმატი და მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობა იდეალურ პირობებს ქმნის მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებისათვის. ამასთან, საჯარო სერვისების სრულად გაციფრებული სისტემა და გამჭვირვალე მონაცემთა მმართველობა საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური ზრდისათვის ეს ინფრასტრუქტურა ახალ პლატფორმად ვაქციოთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ეროვნულ პრიორიტეტად მიიჩნევს და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი - ქვეყნის ყველაზე დიდი პროექტი ციფრული ეკონომიკის სფეროში, ამ ხედვის ნათელი მაგალითია, რომელიც საერთაშორისო IT სკოლას, 1000-მდე სტუდენტს მოიცავს.

„პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ახორციელებს, რომელმაც უკვე დააფინანსა 500-ზე მეტი სტარტაპი და 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ინოვაციურ ბიზნესებში. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტექნოლოგიური გარდაქმნა შავი ზღვის რეგიონის საერთო განვითარების სივრცე გახდეს, სადაც ინოვაცია, ენერგეტიკული მდგრადობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ერთმანეთს გააძლიერებს. ამ ხედვის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი შავი ზღვის წყალქვეშა ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელის პროექტია - ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული ინიციატივა, რომელიც მიზნად ევროპისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის ციფრული დაკავშირების გაძლიერებას ისახავს. ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის მონაცემთა გადაცემის სიჩქარესა და მოცულობას, ამასთან, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკურ სივრცედ გარდაქმნას.

საქართველო მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში - გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული, გეოგრაფიული და ციფრული უპირატესობები, რათა ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი გახდეს რეგიონში“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R