საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელი კომპანია SK Telecom-ის პრეზიდენტს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 14 Nov 2023
შოთა ხაბარელი კომპანია SK Telecom-ის პრეზიდენტს შეხვდა

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა ხაბარელმა კორეული კომპანიის SK Telecom-ის პრეზიდენტ ჯეიმს რუსთან და კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, SK Telecom-ი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ინოვაციურ სერვისებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კორეელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის მიზანს კი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის შესწავლა და მასში შესაძლო მონაწილეობის მიღების საკითხი წარმოადგენდა.


შოთა ხაბარელმა კორეელ სტუმრებს პარლამენტში სტუმრობისთვის და საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, კორეული ინვესტიციით საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა და ქართული მხარე მიესალმება იმ ინტერესს, რომელსაც კორეელი ბიზნესმენები საქართველოს მიმართ იჩენენ.


შეხვედრაზე მხარეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ისაუბრეს. კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა წარმატებული ქართველი სტუდენტების სეულის უნივერსიტეტებში განათლების მიღების ხელშეწყობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.


შოთა ხაბარელის და კომპანია SK Telecom-ის წარმომადგენლების შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R