შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისის გახსნას დაესწრო
მეგობრობის ჯგუფები 25 ნოემბერი 2025

საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისის გახსნას დაესწრო.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, თბილისში KOTRA-ს ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონდუ კიმი და KOTRA-ს პრეზიდენტი კანგ გიონ სონი.
