საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2024
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა

„როცა პირველად დავიწყეთ საუბარი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და სხვა არაფერი, ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო არასამთავრობო სექტორისა და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჰომოფობია, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და თითქოს კარგად არ იყო გამოყოფილი, რისთვის იყო საჭირო. გავიდა რამდენიმე წელი და ნათელი გახდა, რისთვის იყო ეს ჩანაწერი, რადგან გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით ზეწოლა ყველა ქვეყანაზე და, მათ შორის, საქართველოზეც, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდეს და დაკანონდეს ერთი სქესის ადამიანების ქორწინება. არის ქვეყნები, რომლებიც ამას აკანონებენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ამბროლაურში.

 

მისი თქმით, ძალიან ძლიერი კანონები მიიღო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ - პოლონეთმა, უნგრეთმა. სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის პერიოდი გაიხსენა და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან.

 

„რაც კლასიკური უფლებები იყო, უკანა პლანზე გადაინაცვლა, ხშირ შემთხვევაში ხდება მათი სრული იგნორირება. წინ წამოიწია მახინჯმა ფორმებმა, რასაც დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებებს და ეს არანაირი უფლებები არ არის. დაახლოებით, 10 მლნ ბავშვი არის მსოფლიოში, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ორი მამა ან ორი დედაა. მეცნიერულადაა დადგენილი, რომ სამჯერ მაღალია ასეთ ბავშვებში მენტალური პრობლემები, ემოციური გადახრები, აშლილობის სხვადასხვა ფორმები. ბავშვის უფლებები ხომ ირღვევა, მაგრამ, ამავდროულად, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფუნდამენტია დემოკრატიის: საკმარისია ასეთ ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა ისაუბროს, რა გადახდა მას ბავშვობაში, როგორ იზრდებოდა, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა, რომ მაშინვე იკეტება ყველანაირი საინფორმაციო საშუალება მისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მსოფლიო დღეს ლგბტ დიქტატურამდე მიდის.

 

მისივე შეფასებით, ანტიღირებულებების ძალით დანერგვა და მათი ღირებულებებად თავს მოხვევა და წარმოჩენა ხდება.

 

„ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა“ , - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R