სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 08 Dec 2022

პარლამენტის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დეპუტატმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა და განათლების მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა გააცნო.
„ვისაუბრეთ განათლების სისტემაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. განვიხილეთ რეფორმები განათლების სექტორში. 83-ე სკოლა სამგორში მდებარეობს, ამიტომ ბევრი კითხვა სწორედ ამ რაიონთან დაკავშირებით იყო. მოსწავლეებს აინტერესებდათ რა გეგეგმები გვაქვს რაიონის განვითრებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
