საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა

მედია და საზოგადოება 27 Apr 2024
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა

„1995 წლის კონსტიტუციის მუხლი ამბობდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ეს ნიშნავდა, რომ ქორწინება არ შეიძლება იძულებით იყოს და ქალი და მამაკაცი თანასწორია. მეტი საჭიროება არ არსებობდა, ქალის და მამაკაცის ხსენებაც არ არსებობდა, რადგან სხვა რა შეიძლება იყოს ქორწინება, თუ არა ქალისა და მამაკაცის ერთობა. გავიდა დრო და 2017 წელს, იძულებული გავხდით ჩაგვეწერა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომ ვინმეს არ მოსვლოდა აზრად, სხვა ტიპის ურთიერთობა მოეგვარებინა კანონით“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მესტიაში.

 

სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერს მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ამბობდნენ, რომ ჩანაწერი ჰომოფობიურია და ადამიანის უფლებებს ლახავს.

 

„ზუსტად ის ადამიანები, ვინც მაშინ ამას გვეუბნებოდნენ, როგორც ოპოზიციონერები, ასევე „ენჯეოები“ დღეს გვეუბნებიან, რომ მაშინ კარგი ჩანაწერი ხომ გააკეთეთ და რაღად გინდათ, ახლა დამატებით რაღაცას რომ იგონებთო. დამატებითი იცით რა არის? ერთი პუნქტი ემატება კონსტიტუციას, რომ სპეციალური კანონი უნდა მივიღოთ. ეს სპეციალური კანონი ერთმუხლიანია, სულ რვა პუნქტისგან შედგება. პირველ პუნქტში წერია, რომ კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს. სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, ჩავწეროთ, რომ მამაკაცის და ქალის ურთიერთობა კი არ არის ქორწინება, არამედ „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისივე განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას დღეს არ აქვს საკმარისი ხმები, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს.

 

„ამ ცვლილებებს ჩვენთან ერთად ხმას აძლევენ „ევროპელი სოციალისტები“, მაგრამ მათთან ერთადაც არ გვაქვს საკმარისი ხმები, თუმცა 40-ზე მეტ კანონში შეგვაქვს ცვლილებები, რომელიც ცხადყოფს, რომ ის, რისთვისაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვიღებთ, საქართველოს კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვინდა განვამტკიცოთ ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით, რადგან კონსტიტუცია არის ის უმთავრესი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის წყობას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R