სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით კაჭარავა აირჩიეს
მედია და საზოგადოება 27 Dec 2024

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასარჩევად პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ კომიტეტს პარლამენტის წევრის, დავით კაჭარავას კანდიდატურა წარუდგინა.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დავით კაჭარავას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი და საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
