საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თენგიზ შარმანაშვილი - ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ დავიცვათ მომავალი თაობა, არასრულწლოვანები ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისაგან

მედია და საზოგადოება 11 May 2024
თენგიზ შარმანაშვილი - ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ დავიცვათ მომავალი თაობა, არასრულწლოვანები ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისაგან

„ყველა ადამიანი თავისუფალია, თუმცა არავის მივცემთ პროპაგანდის საშუალებას არასრულწლოვანებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი არასრულწლოვანები ამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ისეთი პროპაგანდისაგან, რომელმაც საზოგადოება შეიძლება დეგრადირებამდე მიიყვანოს“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა თელავში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

მისი თქმით, ფსევდოლიბერალური მიმართულების განვითარებას ზოგჯერ გონებაც კი ვერ ეწევა.

„ასეთი ტენდენციების გააზრებაც კი ძნელია. ადამიანის უფლებები არაფერ შუაშია. აქ საუბარია პროპაგანდაზე. ამ ტიპის აღვირახსნილმა, უკონტროლო პროპაგანდამ მიიყვანა ევროპა იმ დონემდე, რომ ასეთი გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები მკვეთრად იზრდება. როდესაც ბავშვს, საბავშვო ბაღის ასაკიდან უჩიჩინებ ამ თემებს, როდესაც აჩვევ, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ბავშვს ეუბნები, რომ შენ ხარ ბავშვი და არა ბიჭი ან გოგო და როცა გაიზრდები მერე გადაწყვიტე ვინ იქნები - ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის ამ საზოგადოებაში. ჩვენ სწორედ ამისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, ასეთი მოვლენებისგან თავის დაცვაზე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, დაუშვებელია ადამიანების დევნა რაღაც შეხედულებების ან ცხოვრების წესის გამო, თუმცა, დაუშვებელი უნდა იყოს ამ თემის პროპაგანდა.

„1995 წელს, როდესაც კონსტიტუციას იღებდა საქართველო, ოჯახის რეგულირების ნაწილში იწერებოდა, რომ ეს არის მეუღლეთა ერთობლიობა. არავის აზრად არ მოსვლია, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ქალისა და კაცის გარდა სხვა რამ. მაგრამ ცოტა ხანი გავიდა. მსოფლიო ტენდენციები იმ მიმართულებით განვითარდა, რომელსაც ვერავინ ივარაუდებდა მაშინ და ჩვენც, 2017 წელს მოგვიწია „ ქალისა და კაცის“ ჩაწერა. ჩვენ გვეგონა, რომ საფრთხე ზურგს უკან იყო და საშიშროება აღარ გველოდა, თუმცა 2017 წლიდან დღემდე ცოტა ხანი გავიდა და გაჩნდა ახალი საფრთხეები. წავიდა პროპაგანდა იმისა, რომ ეს არა ბიოლოგიური, არამედ არჩევანის საკითხია. სწორედ ამის დაკონკრეტება გვიწევს ახლა ამ კანონპროექტში, სადაც ჩვენ უკვე გვიწერია „გენეტიკურად ქალი“ და „გენეტიკურად მამაკაცი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R