საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს

მედია და საზოგადოება 18 Mar 2020
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” მონაწილეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეოკონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების, და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი თანამემამულეების - დიასპორელების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკანასკნელ პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებით, მსოფლიოში შექმნილ ურთულესი მდგომარეობის თაობაზე.

ახალგაზრდა ელჩებმა ვიდეოკონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ.

პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” გამარჯვებულმა აღნიშნეს, რომ სოციალური ქსელებისა და პირადი კონტაქტების საშუალებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების, მათ შორის, ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ასევე, უცხოეთში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებასა და შესაბამისი ინფორმაციების მოძიებაში.

ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილ ამ საგანგებო და ურთულეს ვითარებაში მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული „ახალგაზრდა ელჩების” რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი.

ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ რეკომენდაციები და ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ საქართველოში არსებული შესაძლებლობებისა და ქართული სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს ახალგაზრდა ელჩების შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

დასასრულს, ისინი შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ თანამშრომლობასა და ინფორმაციების ოპერატიულ გაზიარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირება მოახდინონ პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე და ეფექტურად დაეხმარონ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R