საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვლადიმერ კახაძემ სააქციზო პოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 25 ნოემბერი 2025
ვლადიმერ კახაძემ სააქციზო პოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გამართა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ სააქციზო პოლიტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გამართა.

 

ვლადიმერ კახაძე კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორს, აქციზურ პროდუქტთა ეკონომიკის წამყვანი კვლევითი ცენტრის დირექტორს და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ჰაბ-ცენტრის ხელმძღვანელს, კორნე ვან ვალბეეკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები და მკვლევრები - პროფესორი ჰანა როსი, დოქტორი ნორა კუნგლი და დოქტორი ბილიანა იოვანოვიკიკი.

 

შეხვედრაზე კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა უცხოურ ქვეყნებში არსებული სააქციზო პოლიტიკა მიმოიხილეს, მათ შორის ისაუბრეს: თურქეთის, პოლონეთის, კოსოვოს, რუმინეთის, ბულგარეთის გამოცდილებაზე. სტუმრებმა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ თამბაქოს აქციზის გადასახადთან დაკავშირებით იმსჯელეს და საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს.

 

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, თამბაქოსთან მიმართებაში დაწესებული მრავალი აკრძალვის პარალელურად, მისი მოხმარების შემცირებისათვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს გონივრული სააქციზო გადასახადის დაწესება წარმოადგენს.

 

„ისეთ მავნე პროდუქტზე, როგორიც თამბაქოა, კანონმდებლობაში მთელი რიგი შეზღუდვები გვაქვს, მათ შორის: სადა შეფუთვა, რეკლამის შეზღუდვა, საჯარო სივრცეებში მისი გამოყენების აკრძალვა. ამ ყველაფერთან ერთად, აქციზის გადასახადის გაზრდა ხელს შეუწყობს თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენის შემცირებას“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R