საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები გაუქმდება

პლენარული სხდომები 17 დეკემბერი 2025
2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები გაუქმდება

პარლამენტმა 76 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.


ცვლილების თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები.


2026 წლის 1 იანვრიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილეები და მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.


​საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი.