საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

პლენარული სხდომები 19 მარტი 2024
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა 83 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩია.


​აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 2024 წლის 11 მარტიდან მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.