საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება

მედია და საზოგადოება 17 ნოემბერი 2025
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყება.


კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება. ასევე, მომავალი წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები უქმდება. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაციის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგო მიეცემათ.


კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.