საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალექსანდრე ტაბატაძე ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპუტატთა კონგრესის და სენატის ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2025
ალექსანდრე ტაბატაძე ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპუტატთა კონგრესის და სენატის ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე მადრიდში, ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპუტატთა კონგრესის და სენატის ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარეს, ედურნე ურიარტეს შეხვდა.


შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის საკითხები. კოლეგებმა ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობას.


მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ესპანეთის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ამ სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებაზე.