
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მე-9 - მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის წევრი ახალგაზრდებს საკუთარი და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე და თქვენ უნდა გააგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა-გამგეობა. იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ, მნიშვნელოვანია კარგი განათლების მიღება. ჩემთვის მშობლიური კუთხე ყაზბეგი და მისი შვილები კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა, რომ ყოველდღიურად ვიყო ჩართული და დავეხმარო ამ კუთხეს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მხრიდან იყოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქვეყნის წარმატებული მომავალი არის ჩვენს ერთობაში და ამ ერთობაში ახალგაზრდობის ჩართულობის წილი უნდა გაიზარდოს, ეს არის წარმატების ფორმულა“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.