საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალუდა ღუდუშაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 ივნისი 2023
ალუდა ღუდუშაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ირაკლი ბერიას შეხვდა.
 
შეხვედრაზე რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ცენტრის საქმიანობა, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.
 
„რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე წვდომა, ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შევთანხმდით თანამშრომლობის გზებზე, რის შედეგადაც, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებს მიიღებენ ჩვენი თანამოქალაქეები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.