საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალუდა ღუდუშაური სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 Jun 2023
ალუდა ღუდუშაური სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა.

 

დეპუტატი ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და საპარლამენტო მუშაობაში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

„ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს პარლამენტი და ხელისუფლება ქვეყნის მომავლისთვის. შევთანხმდით გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე, სადაც ახალგაზრდების იდეებზე ვიმსჯელებთ. ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მომავლისთვის არის განუზომელი. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არიან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.