საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალუდა ღუდუშაური სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 ივნისი 2023
ალუდა ღუდუშაური სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეხვდა.


დეპუტატი ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობაზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. ალუდა ღუდუშაურმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.


„ახალგაზრდებს გავაცანი ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. ამ ყველაფერში ახალგაზრდების როლი მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ მათი ხედვები. მე მათ ასევე ვთხოვე, რომ სიღრმისეულად შეხედონ მოვლენებს და არ აჰყვნენ დეზინფორმაციას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. სხდომათა დარბაზში მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.