საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 28 Feb 2024
ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა კომიტეტების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

 

ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის ჩართულობა და 9-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში კომიტეტის შემდგომი ნაბიჯები გააცნო.

 

„გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტიც და შეხვედრაც საქართველოს მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.