საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება

პლენარული სხდომები 17 დეკემბერი 2025
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება

​პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.


​საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა 78 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.