საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

პლენარული სხდომები 17 დეკემბერი 2025
არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის თანახმად, სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.


საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული პროექტით დგინდება, რომ დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.


იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია, სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.


​„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 82 ხმით მიიღო.