საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ბექა ოდიშარია ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 18 Mar 2024
ბექა ოდიშარია ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,  ბექა ოდიშარია ლატვიის პარლამენტის (საეიმას) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე.


„ლატვიასა და საქართველოს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მაღალ დონეზეა. ლატვიის ხელისუფლებისა და ხალხისგან ჩვენ ყოველთვის გვქონდა მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართულებით. მე, როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული, კოლეგებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაო ურთიერთობა და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


შეხვედრას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: გელა სამხარაული და გრეტა წიწავა.