
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია კრწანისის რაიონის №65 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კრწანისის ქუჩაზე საკალათბურთო მოედნის კეთილმოწყობის საკითხს.
მაჟორიტარი დეპუტატი ახალგაზრდებს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. როგორ შეხვედრაზე აღინიშნა, მოსწავლეების თხოვნა გათვალისწინებული იქნება და შესაბამის ტერიტორიაზე განახლებული სპორტული მოედანი მოეწყობა.