
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეკა სეფაშვილი ფრაქციიდან გავიდა, მინდა მისი კანდიდატურა კვლავ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ წარვადგინო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
ეკა სეფაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლამდეც იკავებდა.