საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით კაჭარავა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

მედია და საზოგადოება 31 Oct 2022
დავით კაჭარავა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით კაჭარავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

 

კომიტეტს დავით კაჭარავას კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ წარედგინა.

 

კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით კაჭარავას არჩევის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.