საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დეპუტატებმა ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირეს

პლენარული სხდომები 17 Apr 2024
დეპუტატებმა ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირეს

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიზანშეწონილია, პარლამენტმა ცნოს ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.


აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.