საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ეფექტური კომუნიკაცია

სასწავლო ცენტრი 03 Oct 2024
ეფექტური კომუნიკაცია

 

3 ოქტომბერს პარლამენტის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ეფექტური კომუნიკაცია". ტრენინგს უძღვებოდა ია შენგელია, პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ტრენერი.

მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის ფორმებსა და მოდელებს, ასევე, განიხილეს კომუნიკაციის ტექნიკები, შეკითხვის ტიპები, უკუკავშირის მექანიზმები, აქტიური მოსმენის და პოზიტიური ფორმულირების ტექნიკები.

ტრენერის პრაქტიკული რეკომენდაციები მონაწილეებს დაეხმარება ყოველდღიურ საქმიანობასა და პროფესიული კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.