საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ეკა სეფაშვილი მონღოლეთის სახელმწიფოს დიდი ხურალის (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 Nov 2021
ეკა სეფაშვილი მონღოლეთის სახელმწიფოს დიდი ხურალის (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი მონღოლეთის სახელმწიფოს დიდი ხურალის (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.

 

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს გამოცდილებით საკანონმდებლო და კანონების იმპლემენტაციის სფეროში.

 

ასევე ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური ზრდის ტემპებით.

 

მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის აღსრულებისა და ამ მიმართულებით არსებული სირთულეების თაობაზე.