საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2024
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.


მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.


​„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ურთიერთობების განმტკიცებაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. აღვნიშნეთ, რომ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსათვის. ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების, სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებებს, ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის გამოყენების საკითხს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.