საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 20 დეკემბერი 2023
ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს შეხვდნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ნანა გაბელიას შეხვდნენ.


შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პლატფორმის გაძლიერებასა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.


საუბარი ასევე შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.


მხარეებმა საერთაშორისო პროგრამების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.