კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელის მთავარ კულტურულ ცენტრ „BOZAR“- ში კინემატოგრაფიის დარგობრივ ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკის შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული კინოს პოპულარიზაციისა და "BOZAR“- ის საერთაშორისო პროგრამაში ნორჩი მუსიკოსების ინტეგრირების საკითხი", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.