
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელ-ვალონიის ფედერაციის საგარეო დეპარტამენტის დირექტორს, ჟორჟ ლეტაფს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნების დაახლოების კუთხით.
ასევე, ისაუბრეს მასმედიაში ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკის პოპულარიზაციის საკითხზე და 2023 წელს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ერთობლივი კულტურული ღონისძიების ორგანიზების თაობაზე.