
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სახელმწიფო მინისტრს, მენაქაში ლეხის და ინდოეთისა და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქეი დი დევალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და მეგობრობას. დაისახა გეგმები, რომ საქართველოსა და ინდოეთის პარლამენტების კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს და არსებული ძალიან დიდი პოტენციალი იყოს სისტემაში მოყვანილი“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.