
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა ისტორიული მონოგრაფიები: „შიდა ქართლის ისტორიის უცნობი ფურცლები“ და „გენერალ ილია მაქარაშვილის წერილები და ჩანაწერები“, ასევე, პროზაული კრებულები: „წისქვილი“ და „მგლების ჭიშკარი“.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და პარლამენტის წევრებმა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სამეცნიერო, აკადემიური და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.