
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ფრაქციას ასევე ეყოლება თავმჯდომარის სამი ახალი მოადგილე: ირაკლი კირცხალია, გრეტა წიწავა და ედიშერ თოლორაია. მათი არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ფრაქციამ 27 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.
აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო.
ბიუროს სხდომაზე განსაზღვრეს 28 ნოემბერი - 1 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი. სასესიო კვირის განმავლობაში განსახილველ საკითხებს 15-მდე კანონპროექტი დაემატა.