საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გელა სამხარაულმა და დავით მათიკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 18 Nov 2025
გელა სამხარაულმა და დავით მათიკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის სოფლის მეურნეობს კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.


შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე გლობალური ტენდენციები, რეგიონული პრიორიტეტები, აგრო სისტემების ტრანსფორმაციის გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარლამენტების როლის გაძლიერებას საკვების უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების მიმართულებით.


გამოიკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობის და ერთობლივი ძალისხმევის საჭიროება - შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების დასაძლევად.


ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა იტალიის სენატში, რომლის მოდერატორი იყო სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჯან მარკო ჩენტინაიო.


​შეხვედრაზე, რომელსაც სენატის წევრები ესწრებოდნენ, დასახული მიზნების განხორციელებაში სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების ჩართულობის როლზე ისაუბრეს.


ქართული მხარის მხრიდან ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე სასურსათო და აგრარული მიმართულებით.


​კერძოდ საუბარია: ფერმერთა მცირემიწიანობაზე, ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე, განათლებისა და კვალიფიციური მუშახელის სიმცირეზე და ახალგაზრდების დაბალ ჩართულობაზე აგრარულ სექტორში. ასევე, საქართველოს მიერ უკვე მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე.