
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა და საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღევანდელი დღე ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 9 აპრილი არის როგორც დიდი ტრაგედია, ასევე გმირობის და თავდადების მაგალითი. 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ გაქრა და სწორედ, ორი წლის თავზე 1991 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. მინდა პატივი მივაგო გარდაცვლილების ხსოვნას და ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ, ვინაიდან თავისუფალი ერი ვართ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.