საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 05 დეკემბერი 2025
გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო კულტურის პოლიტიკის გაძლიერების საკითხებს და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სალოტბარო სკოლების განვითარებასა და მომავალი თაობის შემოქმედებით პროცესებში აქტიური ჩართვის საკითხებს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე.