
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქართულ ტრადიციულ ხელოვნებაზე, ქორეოგრაფიაზე, კერძოდ, საბავშვო ქორეოგრაფიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საბავშვო ქორეოგრაფიის მხარდაჭერის და განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით, სახელოვნებო განათლების შესახებ კანონის არსებობის საჭიროება. პარლამენტის კულტურის კომიტეტი მუნიციპალიტეტებისთვის წერილობითი რეკომენდაციების შემუშავებაზე მუშაობს. ქორეოგრაფთა კავშირს ვთხოვეთ გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრებები თუ რა მიმართულებით შეიძლება გაძლიერდეს საბავშვო, მათ შორის, მუნიციპალური ანსამბლები“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გაბუნიამ.