
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა და ქართულმა მხარემ მასში მონაწილეობა პირველად მიიღო.
კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შესრულდა.
საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება და მისი ტრადიცია 1300 წლიდან იწყება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.