საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი გაბუნია რომში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო

მედია და საზოგადოება 24 ნოემბერი 2025
გიორგი გაბუნია რომში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.

კონცერტზე შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა.