საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 იანვარი 2026
გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს გურამ ცერცვაძეს და გამგეობის წევრებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
 
„მხატვართა კავშირი რამდენიმე ათას ხელოვანს აერთიანებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ურთიერთობა. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საკანონმდებლო კუთხით არსებულ ხარვეზებზე, არსებული პრობლემების გადაჭრისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.