საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ხახუბია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

მედია და საზოგადოება 26 ივნისი 2025
გიორგი ხახუბია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, კომიტეტის წევრი გიორგი ხახუბია აირჩიეს.

გიორგი ხახუბია თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით იქნა წარდგენილი.

კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ხახუბიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გიორგი ხახუბიას საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.