საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ

მედია და საზოგადოება 27 Sep 2023
გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ და აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს შეხვდნენ.
 
დეპუტატები მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობას გაეცნენ და აკადემიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
 
გივი მიქანაძემ აკადემიის წარმომადგენლებს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა.
 
შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე და აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა.