საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გუნდური მუშაობა

სასწავლო ცენტრი 04 Jun 2024
გუნდური მუშაობა

 

4 ივნისს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - გუნდური მუშაობა. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი, სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერი ზურაბ მხეიძე.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგის პროცესში. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ორგანიზაციაში გუნდის ჩამოყალიბების მთავარი არსი, გუნდური პასუხისმგებლობა: ფუნქციებისა და როლების გადანაწილება, გუნდის ლიდერის მახასიათებლები,  მართვის სტილი და გამოწვევები გუნდში.

დღის ბოლოს ზურაბ მხეიძემ მონაწილეებთან ერთად  შეაჯამა ტრენინგი და  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები განიხილა.